მერაბ დვალიშვილი, ჯამაჰალ ჰილი
Aa
Aa

„ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ვიცნობ“ | ჯამაჰალ ჰილის ისტორია მერაბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჯამაჰალ ჰილის პოდკასტის სტუმარი იყო. ჰილმა UFC 311-ზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა, რომელზეც მან და „მანქანამ“ იჩხუბეს და ქართველი მებრძოლის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„UFC 311-ზე, მერაბმა საოცარი გამოსვლა აჩვენა. მე და დვალიშვილმა ერთ ღონისძიებაზე ვიბრძოლეთ. სამწუხაროდ, მე წავაგე, მაგრამ მისი გამარჯვების გამო, ძალიან ბედნიერი ვარ. მალე ქამრის კიდევ ერთი დაცვა ელოდება და მანქანა მუშაობას განაგრძობს.

უნდა აღვნიშნო, რომ ლოს ანჯელესში, ღონისძიების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მაყურებლები უარყოფითი დამოკიდებულებით შემხვდნენ. შეამჩნევდით მომენტს, როდესაც მაგიდასთან ვისხედით და მერაბი ყურში რაღაცას მეუბნება. ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო. დვალიშვილმა მითხრა, ეს ხალხი დაივიწყე, ნამდვილი ცხოველი და მეომარი ხარ და აქ ტყუილად არ მოხვედრილხარო. ამას ძალიან ვაფასებ და დვალიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ვიცნობ“.

ცნობისთვის, ჰილი ირჟი პროხაზკასთან დამარცხდა და მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით წააგო. „ტკბილი სიზმრები“ მომდევნო ორთაბრძოლას 27 აპრილს გამართავს და ხალილ რაუნთრის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სწრაფი გოლის შემდეგ არ დავნებდით | სიმეონე რეალთან მატჩზე
სწრაფი გოლის შემდეგ არ დავნებდით | სიმეონე რეალთან მატჩზე