ილია თოფურია, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„ტიტული მხოლოდ ერთხელ დაიცვა“ | ბელალი თოფურიას მსუბუქ წონაში ასვლას გამოეხმაურა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი ილია თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლას გამოეხმაურა. მუჰამედის თქმით, „ელ მატადორმა“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ქვემსუბუქ წონით დივიზიონში უნდა დარჩენილიყო.

„დიახ, მაქს ჰოლოუეისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ დიდ გამარჯვებებს მიაღწია, მაგრამ სანამ იტყოდა, ქვემსუბუქში ყველაფერი გავაკეთე და ასვლა მინდაო, კიდევ ჰყავდა მებრძოლები, რომლებთან ჩხუბიც შეეძლო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ტიტული მხოლოდ ერთხელ დაიცვა და ეს საკმარისი არაა“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ტიტულისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ. თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია და დენა უაითის თქმით, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ბელალს რაც შეეხება, მას საჩემპიონო ქამარი ჯერ არ დაუცვია და მომდევნო ორთაბრძოლას UFC 315-ზე გამართავს. მისი მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იქნება, რომელსაც 17 მოგება და 2 წაგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა