ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„თუ ისლამს ილიასთან ჩხუბი არ სურს, მას ვერავინ აიძულებს“ - დიეგო ლოპესი

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, დიეგო ლოპესმა ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დაგეგმილ სატიტულო ჩხუბზე და ილია თოფურია-ისლამ მახაჩევის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

რა თქვა დიეგო ლოპესმა:

„როდესაც ილიამ ქამარი ვაკანტური გახადა, UFC-დან დამიკავშირდნენ - მე ჩხუბი მინდა და თუ ეს სატიტულო არ იქნებოდა, მაინც ვიჩხუბებდი, უსაქმურად ყოფნა არ მიყვარს.

ვოლკანოვსკისთან ჩხუბი რთული იქნება, ის ძალიან გამოცდილი მებრძოლია, რომელსაც დიდი მებრძოლები ჰყავს დამარცხებული. ვიცით მისი შესაძლებლობები, თუმცა ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და მე ბევრი ვიშრომე ამ შანსისთვის. ვეცდები, ბრძოლა ფინიშით მოვიგო, იქნება ეს ნოკაუტი თუ ილეთი. თუ ქამარს მოვიგებ, პირველ რიგში ვიზეიმებ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში მეხმარებოდა.

თოფურია VS. მახაჩევი? ეს ბრძოლა ყველას აინტერესებს. ილია დაუმარცხებელია, ისლამს მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. ასეთ ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

UFC მომგებიანი ბიზნესია, ეს კი ძალიან გაყიდვადი ჩხუბი იქნებოდა. თუმცა თუ მახაჩევს ეს არ სურს, მაშინ ბრძოლა არ შედგება. მახაჩევს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონთან ორჯერ უჩხუბია, ამიტომ მორიგჯერ ამის გაკეთება შესაძლოა მისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ შეიძლება სურდეს გახდეს პირველი, ვინც ილიას დაამარცხებს. თუ მახაჩევი იტყვის, რომ ილიასთან ჩხუბი არ სურს, მას ვერავინ აიძულებს.

რა თქმა უნდა, მეც მსურს ოდესმე ილია თოფურიასთან ოქტაგონში შესვლა, მაგრამ ამ დროისთვის ქვემსუბუქ წონით დივიზიონზე ვარ ფოკუსირებული“.

ცნობისთვის, ქვემსუბუქი წონის ვაკანტური ტიტულისთვის დიეგო ლოპესი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი 12 აპრილს, UFC 314-ზე იჩხუბებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ბევრად უფრო სწრაფია“ - ალჯოს პროგნოზი თოფურია VS მახაჩევზე
„ილია ბევრად უფრო სწრაფია“ - ალჯოს პროგნოზი თოფურია VS მახაჩევზე