50 000-ქულიანი ნიშნული გადალახა | ლებრონ ჯეიმსის მორიგი წარმოუდგენელი მიღწევა
ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთ წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია. გამთენიისას, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 136:115 გაანადგურა, „მეფეს“ კი ისტორიული საღამო ჰქონდა.
50K CAREER POINTS for the #ScoringKing in the regular season and playoffs combined!
— NBA (@NBA) March 5, 2025
Congrats, LeBron ???? pic.twitter.com/jseDpQwucc
მატჩის პირველ მეოთხედში, ლებრონმა სამქულიანი მოათავსა კალათში და NBA-ში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც რეგულარულ სეზონებსა და პლეიოფებში ჩაგდებული ქულების ჯამური რაოდენობით, 50 000-იან ნიშნულს გადააბიჯა. „მეფეს“ რეგულარულ სეზონებში 41 871 ქულა აქვს გაკეთებული, პლეიოფებში - 8 162.
„პელიკანსთან“ შეხვედრაში, ჯეიმსმა 34 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბრწყინვალე თამაში ჰქონდა ლუკა დონჩიჩს - 30 ქულა, 8 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა. დონჩიჩი „ლეიკერსის“ ისტორიაში მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩი მინიმუმ 30 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. მის გარდა, მსგავსი რამ მეჯიქ ჯონსონს, ჯერი უესტსა და ლებრონს გაუკეთებიათ.
LEBRON JAMES STARTS THE 50,000 POINTS CLUB ????????
— NBA (@NBA) March 5, 2025
Counting regular season & playoffs...
Another spectacular feat for @KingJames! ???? pic.twitter.com/7IP9MeQ0lz
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ ბოლო 20 მატჩიდან 17 აქვს მოგებული და დასავლეთ კონფერენციაში მეორე გახლავთ. ლოს ანჯელესელები მხოლოდ „ოკლაჰომა სითი თანდერს“ ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრას „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავენ.