სანდრო მამუკელაშვილი, დევინ ვესელი
Aa
Aa

მამუკელაშვილს წუთ-ნახევარი დაუთმეს | სან ანტონიოს გამარჯვება

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხა და მიმდინარე რეგულარულ სეზონში 26-ე გამარჯვება იზეიმა. ტექსასელებმა საკუთარ კედლებში იასპარეზეს და მეტოქეს დამაჯერებლად, 127:113 მოუგეს.

„მამუ“ პარკეტზე მატჩის ბოლოს, წუთ-ნახევრით შევიდა და მხოლოდ ერთი მოხსნის მოგროვება მოასწრო. მის გუნდში საუკეთესო დევინ ვესელი იყო, რომელმაც მატჩი 37 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. სტეფონ კასლმა 17 ქულა მიითვალა, დეა’არონ ფოქსის ანგარიშზე 15 ქულაა.

„ბრუკლინის“ მხრიდან 24 ქულით კემ ტომასი გამოირჩა. კემერონ ჯონსონმა 17 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, დეანჯელო რასელის ანგარიშზე კი 12 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 26 მოგება და 34 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 8 მარტს გამართავენ და სტუმრად „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა