ინდიან უელსის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ინდიან უელსის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია. საქართველოს პირველი ჩოგანი ტურნირის პირველ წრეში ამერიკელ მარკოს გირონს დაუპირისპირდება.
31 წლის გირონი მსოფლიოს 48-ე ჩოგანია, მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ის მესამე წრემდე მივიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ, იანიკ სინერთან დამარცხდა. ATP-ის რეიტინგში გირონის საუკეთესო მაჩვენებელი 37-ე ადგილია (2024 წლის აგვისტო).
ბასილასვილი-გირონის შეხვედრა დღეს ღამით, თბილისის დროით 01:30 საათზე გაიმართება. მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი ნორვეგიელ კასპერ რუუდს (5) შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილმა ორი მეტოქე დაამარცხა - ჯერ ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი (104), შემდეგ კი იაპონელი იასუტაკა უჩიუამა (160).
აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილს ინდიან უელსზე თამაშის შესანიშნავი გამოცდილება აქვს. 2021 წელს ის ფინალში გავიდა, სადაც, სამწუხაროდ, კამერუნ ნორისთან 3 სეტში 6:3 4:6 1:6 დამარცხდა.