ანჩელოტი: “მიზანი უპირატესობის მოპოვება იყო და გამოგვივიდა“
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ანჩელოტიმ?
„რთული მატჩი იყო და ეს ნორმალურია. კარგად დავიწყეთ, თუმცა ალვარესმა საოცარი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და კარგად ვიმუშავეთ. მიზანი უპირატესობის მოპოვება იყო და ამას მივაღწიეთ.
ჩვენი ტაქტიკა ფლანგების გაწელვა იყო. ვინისიუსმა და როდრიგომ კარგად ითამაშეს. ამ უკანასკნელმა დიდებული გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, რიგ ეპიზოდებში კონცენტრაციას ვკარგავდით. გუნდმა თავი მაქსიმალურად დაიცვა და მოწინააღმდეგეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მისცა.
ვფიქრობ, მცირე უპირატესობა გვაქვს. წარმოდგენაც არ მინდა ოთხშაბათს რა რთული თამაში გველის. შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გვინდა. შანსი ისევ თანაბარია. წილისყრის შემდეგ, ნამდვილად არ გაგვიხარდა, რომ ატლეტიკო შეგვხვდა. დარწმუნებული ვარ, არც მათ გაუხარდათ რეალთან თამაში. ფინალში გასვლა ორივე გუნდს შეუძლია.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.
ამ წყვილში გამარჯვებული არსენალისა და პსვ-ს შორის საუკეთესოს შეხვდება, თუმცა ლონდონურმა კლუბმა ნიდერლანდურს 7:1 მოუგო და ამით ფაქტობრივად მეოთხედფინალის საგზურის ბედი გადაწყვიტა.