ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კვალიფიკაცია მოიგო - ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ბრუნდება!! ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო და ძირითად ბადეში მოხვდა.

ნახევარფინალში ნიკოლოზმა რეიტინგის 104-ე ნომერი ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი ორ სეტში 6:2 6:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალში კი ბასილაშვილის მოწინააღმდეგე იაპონელი იასუტაკა უჩიუამა იყო, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 160-ე ადგილს იკავებს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზმა პირველი სეტი ბრეიკიანი უპირატესობით 6:4 მოიგო, თუმცა მეორე სეტი 3:6 დათმო.

დისაიდერში ქართველი ჩოგბურთელი გაცილებით უკეთეს იყო და მეორე გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო. ბასილაშვილმა ბრეიკიანი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. საბოლოო ჯამში 6:4 3:6 6:3.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსზე თამაშის შესანიშნავი გამოცდილება აქვს. 2021 წელს ის ფინალში გავიდა, სადაც, სამწუხაროდ კამერუნ ნორისთან 3 სეტში 6:3 4:6 1:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბაის ტურნირი მოიგო - ციციპასმა 10-თვიანი უტიტულო სერია შეწყვიტა
დუბაის ტურნირი მოიგო - ციციპასმა 10-თვიანი უტიტულო სერია შეწყვიტა