შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე ფეტქიმ სპორს მოუგო
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ ფეტქიმ სპორს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 90:83 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა სასტარტო ხუთეულიდან ყველაზე დაბალი შეფასება 6.9 სწორედ მან მიიღო.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24 წუთი და 20 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 7 ქულას, 3 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
შერმადინმა 5-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 3 აღმოჩნდა. 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი 1 ჩააგდო. 3 მოხსნიდან 1 საკუთარ ფარზე შეასრულა, 2 მეტოქის.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გუნდს 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
შემდეგ ტურში, ლაგუნა ტენერიფე რეჯინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
???? ¡Suma y sigue!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 4, 2025
???? Nuevo triunfo para seguir invictos en Europa (9/0) y aferrarnos al liderato del ????1⃣6⃣
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/B3Q5J461yp