დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სწრაფი გოლის შემდეგ არ დავნებდით | სიმეონე რეალთან მატჩზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა მადრიდის „რეალმა’’ „სანტიაგო ბერნაბეუზე'' მადრიდის „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-4 წუთზე როდრიგომ გახსნა, 32-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებმა ბრაჰიმ დიასის საოცარი გოლით გაიმარჯვეს, მაროკოელმა 55-ე წუთზე შეაგდო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ როდრიგო დასახელდა, ბრაზილიელმა „რეალი'' შესანიშნავი გოლით დააწინაურა.

სტუმართა არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

„ძალიან ვერტიკალური თამაში იყო, გუნდები ცდილობდნენ გოლები თავიანთ სტილში გაეტანათ. მეტოქემ უკეთ დაიწყო, სწრაფი გოლი გავუშვით, თუმცა გუნდი არ დანებდა, ბრძოლა გააგრძელა. ხულიანმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმის დასაწყისში ბრაჰიმმა დიდებული გოლი გაიტანა. „რეალს’’ ვინისიუსი და მბაპე ჰყავს, კონტრშეტევის განვითარების უზარმაზარი რესურსი აქვს.

დამრჩა გრძნობა, რომ თავი კარგად წარმოვაჩინეთ. გაშვებული გოლებისას უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. მეორე მატჩშიც ამ რიტმში უნდა ვითამაშოთ.

მეორე შეხვედრა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენი ქომაგების მხარს დაგვიჭერენ, მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

ახლა ჩვენი ფიქრები „ხეტაფესთან’’ თამაშზეა მიმართული და ამ მატჩის შემდეგ „რეალთან’’ საპასუხო მატჩზე ვკონცენტრირდებით’’.

საპასუხო მატჩი 13 მარტს, 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა