ატლეტიკო, ხულიან ალვარესი, როდრიგო გოეში, ბრაჰიმ დიასი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ეფექტური გოლები - რეალმა ატლეტიკოს მოუგო და უპირატესობა მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდული დერბი გაიმართა. რეალმა ატლეტიკოს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-4 წუთზე როდრიგომ გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში კვლავ როდრიგოს გარღვევა მოყვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საჯარიმოში წააქციეს და მადრიდელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ყუმბარისებული დარტყმით, ტიბო კურტუას კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი როხიბლანკოს უპირატესობით წარიმართა, თუმცა საოცარი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ბრაჰიმ დიასმა იან ობლაკის კარი აიღო და ბლანკოსი წინ გაიყვანა.

დარჩენილ დროში, ატლეტიკოს რეალური მომენტი აღარ შეუქმნია. რეალს კი მატჩის მიწურულს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, თუმცა კილიან მბაპემ ვინისიუსს არაზუსტი პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა კარში ვეღარ დაარტყა.

ყველაფერი განმეორებით მატჩში გაირკვევა, რომელიც ატლეტიკოს სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 12 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსეისაუ მილანის ფეხბურთელებს მკაცრ დიეტას დაუნიშნავს | პრობლემა ზედმეტი წონაა
კონსეისაუ მილანის ფეხბურთელებს მკაცრ დიეტას დაუნიშნავს | პრობლემა ზედმეტი წონაა