ბაიერნი, ლევერკუზენი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

“ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა განსხვავდება“ - ალონსო ბაიერნთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის ბაიერნი ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალონსო:

„კარგ ფორმაში ვართ და გვინდა საუკეთესოდ ვითამაშოთ ბაიერნთან. იმასაც ვიაზრებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩემპიონთა ლიგა უფრო ემოციურია. ემოციური კონტროლი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბაიერნს ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს.

ორივე გუნდი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს და ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ. უნდა ვეცადოთ და გავუმკლავდეთ ცუდ მომენტებს. ეს არის ბაიერნი, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდია. მიუხედავად ამისა, საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს.“

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო ვენსან კომპანის ბაიერნს 3-ჯერ დაუპირისპირდა. ერთხელ გერმანიის თასზე დაამარცხა, ხოლო ბუნდესლიგაში გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ბაიერის და ბაიერნის მომავალი მატჩი 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა
კვარა დიდებული მოთამაშეა | არნე სლოტმა ქართველზე ისაუბრა