კონსეისაუ მილანის ფეხბურთელებს მკაცრ დიეტას დაუნიშნავს | პრობლემა ზედმეტი წონაა
იტალიური La Repubblica-ს ინფორმაციით, „მილანის’’ რამდენიმე მოთამაშის წონა 90 კილოგრამს აჭარბებს, რაც მწვრთნელების უკმაყოფილებას იწვევს. წყარო ერთ-ერთი მათგანის ვინაობას ასახელებს, ეს ფრანგი მეკარე მაიკ მენიოა, მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაუ მათი მდგომარეობით აღშფოთებულია.
„მილანის’’ მწვრთნელები მენიოს ფიზიკური ფორმით უკმაყოფილონი არიან და ფიქრობენ, რომ ზედმეტი წონა მენიოს სისწრაფესა და რეაქციაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს მკაცრ დიეტას დაუნიშნავს და მათი კილოგრამები ყოველდღიურად შემოწმდება. ასევე, ყურადღება მიექცევა მათ ძილის რეჟიმს.
კონსეისაუ იტალიურ კლუბს გასული წლის 30 დეკემბრიდან წვრთნის, მისი ხელმძღვანელობით „მილანმა'' იტალიის სუპერთასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას „ფეიენოორდმა'' გამოთიშა, სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩი დათმო და 41 ქულით მე-9 ადგილზეა.