კომპანი: “ხვალ შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოხდეს“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის ბაიერნი ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლებს. მატჩის წინ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კომპანი:
„ეს ბაიერნის და ბაიერის დაპირისპირებაა. მე და ჩაბი ალონსოს სამწუხაროდ თამაში არ შეგვიძლია. ორივე გუნდს საკმაოდ მაღალი ინდივიდუალური ხარისხი აქვს. წინა სამი მატჩი განსხვავებული იყო. ლევერკუზენი ერთ-ერთი საუკეთესო მოწინააღმდეგეა, ვისაც შეიძლება დავუპირისპირდეთ. ბოლო წლებში, ეს გუნდი დიდებულ ფეხბურთს თამაშობს.
ხვალინდელ მატჩზე ბევრ საუბარს არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ღრმა დაცვასთან პრობლემები არ გვაქვს. ბევრი რამ იმპულსზე იქნება დამოკიდებული. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და მაქსიმუმის გაკეთება გვინდა. პავლოვიჩი ავად არის და იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება.
რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მეორე მატჩს სტუმრად ვთამაშობთ. არის ფაქტორები, რომლებიც ხანდახან დიდ როლს თამაშობენ. ყველაფერი ხვალ არ გადაწყდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2-მატჩიანი დაპირისპირება გველის, თუმცა ხვალ შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოხდეს.“
შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანი ბაიერნს ლევერკუზენის წინააღმდეგ 3-ჯერ გაუძღვა და ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო. 2 ფრე და 1 წაგება. რეკორდმაისტერი ბაიერთან გერმანიის თასზე დამარცხდა. ბუნდესლიგაში გამართული შეხვედრები კი ფრედ დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.