კრიშტიანუ რონალდუ, რაფაელ ვან დერ ვაარტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ვან დერ ვაარტი: “რონალდუზე უკეთესი ტექნიკა მქონდა“

შეიძლება ითქვას, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტს მადრიდის რეალში კარგი კარიერა ჰქონდა. ნიდერლანდელი ნახევარმცველი 1 წლის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს და რიკარდო კაკას გვერდით თამაშობდა.

სულ ცოტა ხნის წინ, ყოფილმა ფეხბურთელმა talksSPORT-თან საკმაოდ ხმამაღალი განაცხადება გააკეთა.

რა თქვა ვან დერ ვაარტმა?

„რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ რეალში რონალდუ გადმოვიდა. მასთან ერთად ერთი შესანიშნავი სეზონი გავატარე. მე თუ მკითხავთ, ვის ჰქონდა უკეთესი ტექნიკა, მე თუ კრიშტიანუს, გეტყვით, რომ მე. ბურთთან პირველი შეხება და პასის კულტურა უკეთესი მქონდა. მიუხედავად ამისა, რონალდუ ყველაზე მოტივირებული ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ამას ყველა ხედავს, მაგრამ, როცა მას ყოველდღიურობაში უყურებ, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით ის რამდენ ძალისხმევას დებს ყოველდღიურად. მე ასეთი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ. გარეთ გასვლა და ცხოვრებით ტკბობა მიყვარდა. რონალდუ დღეში 3-ჯერ ვარჯიშობდა. მე 18 წლის შვილი მყავს, რომელიც აიაქსის 19-წლამდე გუნდში თამაშობს. მას ყოველთვის რონალდუს მაგალითს ვაძლევ, რომ თავისი თავით კმაყოფილი არასდროს იყოს.“

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტი სამეფო კლუბის ღირსებას 2008/2010 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა ტურნირზე ერთად 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე შეგახსენებთ, ვან დერ ვაარტის მადრიდულ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული გოლი სევილიას კარში იყო. 2009/2010 წლების სეზონში, ბლანკოსი სევილიასთან 0:2 მარცხდებოდა. მატჩი რეალმა 3:2 მოიგო და გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ რაფაელმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს თეირანში ჩასვლას არ ურჩევენ - მატჩის გადატანა განიხილება
რონალდუს თეირანში ჩასვლას არ ურჩევენ - მატჩის გადატანა განიხილება