„ეს აკრძალული მაქვს“ | ანკალაევის პასუხი პერეირას 200 000-დოლარიან სანაძლეოს
ალექს პერეირა ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ დაიცავს. რუსი მებრძოლი ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „პოატანს“ მის წინააღმდეგ შანსი არ აქვს, რასაც პერეირა სანაძლეოს შეთავაზებით გამოეხმაურა
ბრაზილიელმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და ანკალაევს მიმართა. პერეირას სურვილი იყო, მებრძოლებს 200 000-დოლარიანი სანაძლეო დაედოთ და წაგებულს აღნიშნული თანხა გამარჯვებულის მიერ შერჩეული საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაერიცხა. ანკალაევმა პერეირას სოციალურ ქსელებში უპასუხა და X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ისლამის მიხედვით, აზარტული თამაშები აკრძალული მაქვს და როგორც მუსლიმი, ყოველწლიურად, ვალდებული ვარ, ჩემი ქონების 2.5 პროცენტი ქველმოქმედებას მოვახმარო. ეს ისლამის ხუთი ბურჯიდან ერთ-ერთია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დახმარება ბევრ ბავშვს სჭირდება და შეგვიძლია, ჩხუბის შემდეგ, რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ამის გასაჯაროება საჭირო არაა“.
შეგახსენებთ, რომ „პოატანისა“ და ანკალაევის ორთაბრძოლა თბილისის დროით, 9 მარტს გაიმართება. ბუკმეკერები ორივე მებრძოლს თითქმის თანაბარ კოეფიციენტებს აძლევენ და ბრაზილიელი მცირე პავორიტია. ანკალაევს მეტოქისთვის ჯერ არ უპასუხია.