ვინისიუსმა რეალს მინიმალური თანხა დაუსახელა - მოლაპარაკებები დაიწყო
ვინისიუსსა და „რეალს“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდელებს ანაზღაურების გაზრდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს.
2027 წელს ვინის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა ეწურება და ამ დრომდე მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. პარალელურად ვინისიუსს საუდის არაბეთიდან 1 მილიარდიანი წინადადება აქვს გამზადებული.
დღეს, მადრიდულმა As-მა დაწერა, რომ ბრაზილიელმა „ბლანკოსს“ წლიური ანაზღაურების სახით მინიმუმ 20 მილიონი ევრო მოსთხოვა. ამჟამად ის 15 მილიონს იღებს.
As-ის ცნობით, კონტრაქტი შეიცავს სხვადასხვა ბონუსებს ინდივიდუალური ჯილდოების მოგების მიხედვით. მაგალითისთვის, ვინიმ ზემოხსენებული ბონუსის სახით ბრაზილიელმა 2 მილიონი ევრო მიიღო. იმავე ბონუსს მიიღებს ოქროს ბურთის მოპოვების შემთხვევაშიც.
ვინისიუსი ახლა საშუალოდ წელიწადში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, იმავეს, რასაც კილიან მბაპე. ახალი ხელშეკრულების თანახმად, „რეალის“ ფრანგ შვიდიანს ყოველწლიურად მინიმუმ 5 მილიონით მეტის მიღება სურს. კლუბმა იცის ფეხბურთელების მოთხოვნები და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.