ხვიჩა კვარაცხელია, ჟოაუ ნევეში
Aa
Aa

„გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდშია“ | ჟოაუ ნევეშმა კვარაცხელია შეაქო

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ ხვდება. დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა და ლუის ენრიკეს გარდა, ჟურნალისტების შეკითხვებს ჟოაუ ნევეშმა უპასუხა.

ნევეშს ერთ-ერთი შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს. „კვარას“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ უთამაშია და ჟურნალისტი დაინტერესდა, გაუზიარა თუ არა ქართველმა ფეხბურთელმა რაიმე სახის ინფორმაცია თანაგუნდელებს. ნევეშმა ამ თემაზე არ ისაუბრა და კვარაცხელია დაახასიათა.

„ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ადამიანია, რომელიც როგორც ფეხბურთელი, უდიდესი ხარისხით გამოირჩევა. მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და ძალიან კარგი ფეხბურთელია. გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდშია“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ შეხვედრას „პარკ დე პრენსზე“ გამართავს და მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება. OPTA-ს მიხედვით, პსჟ-ს მერსისაიდული ბარიერის დაძლევის 41.7-პროცენტიანი შანსი აქვს.

ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს ვარაუდით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი „ლივერპულია“. Opta-ს ვარაუდით, არნე სლოტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების 19.2-პროცენტიანი შანსი აქვს. მეორე ადგილზე „ბარსელონა“ იმყოფება - 14.8 პროცენტი. მესამე ადგილს „ინტერი“ იკავებს - 14 პროცენტი, მეოთხე „არსენალი“ გახლავთ - 11.6 პროცენტი, მეხუთე - „რეალი“ (9.8 პროცენტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ არის ქართველი ვუნდერკინდი, რომლის დამატებაც რეალს და ლივერპულს სურთ“ - Transfermarkt ხარებაშვილზე
„ვინ არის ქართველი ვუნდერკინდი, რომლის დამატებაც რეალს და ლივერპულს სურთ“ - Transfermarkt ხარებაშვილზე