ილია თოფურია, ალჯამეინ სტერლინგი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილია ბევრად უფრო სწრაფია“ - ალჯოს პროგნოზი თოფურია VS მახაჩევზე

სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.

„ეს ნამდვილად შესაძლებელია, დიახ მათი ბრძოლა უნდა შედგეს და ვფიქრობ თოფურიას მახაჩევის დამარცხება შეუძლია. ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ შესაძლებელია.

სისწრაფეში უპირატესობა ილია თოფურიას ექნება, ასევე კრივშიც. ასევე ფეხით დარტყმებშიც ვფიქრობ ილია გაცილებით სახიფათოა და ის ამას უკეთ იყენებს. არ მგონია, რომ ისლამმა თოფურიას წინააღმდეგ ამ დარტყმებს მიმართოს.

ჭიდაობა და კონტროლი - ეს მახაჩევის იარაღებია. რაც შეეხება საბრძოლო IQ-ს, აქ რთულია უპირატესობა რომელიმეს მივცე. ორივე მართლაც ძალიან კარგი მებრძოლია. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ თანაბრად არიან. მიჭირს ფავორიტი დავასახელო. მინახავს, თუ როგორ შეაქვს ბრძოლის დროს ორივე მათგანს კორექტირებები. ძალაში ვფიქრობ ისლამს უპირატესობა ექნება, კარდიოში კი თოფურიას. მახაჩევი ბოლო რაუნდებში იღლება.

ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება და იმედია შედგება. ჩემი პროგნოზი? არ მაქვს პროგნოზი. ვფიქრობ, შესანიშნავი ბრძოლა იქნება და ეს არის ჩემი პროგნოზი“.

- ციტირებს სტერლინგის სიტყვებს mmaweekly.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო გვიყვარს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ“ | მოვსარ ევლოევი
„საქართველო გვიყვარს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ“ | მოვსარ ევლოევი