დუდა სანაძე კარიერას ალ-ნასრში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს და „ალ-ნასრში“ ითამაშებს.
ქართველი კალათბურთელი დუბაიში ეროვნული ნაკრების სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ მალევე, 27 თებერვალს გაემგზავრა და გუშინ სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ მისი კონტრაქტი ძალაში შევიდა.
„სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე და ოფიციალურად „ალ-ნასრის” წევრი გავხდი. საჩემპიონო ამბიციის გუნდია, კარგი პირობები შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ალ-ნასრის შემოთავაზებით, მქონდა ბერძნული კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობა და ყველაფერთან ერთად, ეს შანსიც გამოვიყენე. თავის დროზე საბერძნეთის მეორე ლიგაში ხომ იმიტომ წავედი, რომ სანაკრებო მატჩებისთვის ფორმაში ვყოფილიყავი”. - თქვა სანაძემ კალათბურთის ფედერაციასთან.
დუდა ბოლოს „ესპეროს ლამიასში“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ დუდა სანაძესთვის „ალ-ნასრი“ კარიერაში მეთოთხმეტე გუნდი იქნება. მან კარიერა დინამო თბილისში დაიწყო.