„უცხოპლანეტელი კოშევოდან“ - ბოსნიური მედია გულიაშვილზე
ბოსნიური გამოცემა Avaz-ი „სარაევოს“ ქართველი ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის შესახებ წერს.
„გაზაფხულზე პირველი გამარჯვება „სარაევოს“ „შიროკი ბრიეგთან“ გულიაშვილის გოლმა მოუტანა (1:0). ქართველი ფორვარდი უდავოდ, ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, რასაც ის ყოველ ტურში ამტკიცებს. მართალია, ხანდახან ის ინდივიდუალიზმში აჭარბებს, მაგრამ მას ასევე შეუძლია, მატჩის ბედი ერთი მოძრაობით გადაწყვიტოს.
მიმდინარე სეზონის 19 მატჩში გულიაშვილმა 13 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, გიორგის 4 ასისტი დაუგროვდა და ეს რიცხვი უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან გულიაშვილის თანაგუნდელები მის ჩანაფიქრს ვერ ხვდებიან.
ჩვენ ვხედავთ ფეხბურთელს, როგორიც ადრე არასოდეს გვინახავს, და ეს გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ. წარმოუდგენელია, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ერთ ფეხბურთელს. გულიაშვილი დაუღალავად დარბის, თამაშობს თამაშგარეს ზღვარზე, აწამებს მეტოქის მცველებს დრიბლინგით და გამორჩეული გოლები გააქვს.
გულიაშვილთან ერთად და მის გარეშე „სარაევო“ ორი სრულიად განსხვავებული გუნდია. ბოსნიის ჩემპიონატში გულიაშვილი უცხოპლანეტელივით გამოიყურება და ტოპ 5 ლიგიდან რომელიმეში მრავალმილიონიან ტრანსფერს უმიზნებს. ადგილობრივ ფეხბურთელებს ქართველისგან ბევრი რამ აქვთ სასწავლი“.
გულიაშვილის გოლი VS „შიროკი ბრიეგი“