ფიორენტინა, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელად დე ხეას განიხილავს

ახალი სეზონიდან „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის გარეშე დარჩება და „ღამურები“ დილემის წინაშე დგანან - როგორ შეცვალონ მეკარე, რომელიც გუნდის უდავო ლიდერია?

დმიტრიევსკის შეძენის შემდეგ, თითქოს ეს პრობლემა გადაიჭრა, თუმცა გამოჩნდა, რომ ჩრდ. მაკედონიელი მეკარე რეალურად მამარდაშვილისგან ძალიან შორსაა. Elgoldigital-ის ცნობით, „ღამურები“ მამარდაშვილის შემცვლელად დავიდ დე ხეას განიხილავენ, რომელიც ამჟამად „ფიორენტინაშია“ და საკმაოდ კარგ სეზონსაც ატარებს.

მამარდაშვილი უკვე „ლივერპულის“ საკუთრებაა და ზაფხულში წესით „ენფილდზე“ უნდა გადაბარგდეს, თუმცა ალისონი წასვლას არ აპირებს და „მერსისაიდელებიც“ ქართველი მეკარის თაობაზე ძველებურად მყარ პოზიციაზე აღარ არიან. არსებობს ალბათობა, რომ მამარდა კიდევ 1 წლით გაანათხოვრონ. მაგრამ დარჩება კი კვლავ „ვალენსიაში“?

„ღამურებს“ გავარდნა ემუქრებათ და ასეთ შემთხვევაში ვერც მამარდაშვილზე და ვერც დე ხეაზე ვერ იოცნებებენ.

ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება. ამჟამად „ვალენსია“ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია, თუმცა დარჩენის კარგ შანსებს ინარჩუნებენ. რაც შეეხება დე ხეას „ფიორენტინას“, ფლორენციელები 45 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუე თუ კვარა ძირითადში ლივერპულთან? | რას წერს L'Equipe
დუე თუ კვარა ძირითადში ლივერპულთან? | რას წერს L'Equipe