ილია თოფურია, ბრენდონ მორენო
Aa
Aa

„საოცარი მებრძოლია, ნებისმიერის დამარცხება შეუძლია“ | ბრენდონ მორენო თოფურიაზე

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ბრენდონ მორენომ ილია თოფურია შეაქო. „მკვლელი ბავშვი“ „ელ მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის ჩხუბის პერსპექტივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თოფურიას უდიდეს პატივს სცემს.

„ილია თოფურიას უდიდეს პატივს ვცემ. ის საოცარი მებრძოლია. მას აქვს სტილი, რომლის მიბაძვასაც ვცდილობ, რადგან მის მსგავსად, მეც მოკრივე ვარ. თუმცა, თოფურია ძალიან კარგი ჭიდაობითა და ჯიუ-ჯიცუთიც გამოირჩევა, რაც ჯერ მისგან UFC-ში არ გვინახავს.

ყველა, ვისაც მასთან უვარჯიშია, ამბობს, რომ საოცარი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ აქვს. სწორედ ამიტომ სჯერა საკუთარი თავის და ოქტაგონზე ყოველთვის წინ მიდის, რითაც მეტოქეზე ზეწოლას ახორციელებს. ამ ქმედებით ის ამბობს: „თუ დამანოკდაუნებენ, არა უშავს, წამოდგომა და ჩხუბის შემოტრიალება შემიძლია“. უდიდესი პატივისცემა ილიას! ის მსუბუქ წონით დივიზიონში ახალ გამოწვევებს ეძებს.

რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილების გარშემო ეჭვები არსებობს, რადგან ფიზიკურად უფრო დიდ ბიჭებს შეხვდება და მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევია, რომელსაც ოქტაგონზე საოცრებები გაუკეთებია. ერთადერთი არ ვარ, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს, მაგრამ თუ ილია მეტოქეს აიძულებს უკან დაიხიოს, ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. როგორც ეს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან და მაქს ჰოლოუეისთან ვნახეთ. არ ვიცი, გავრისკავ თუ არა იმის თქმას, რომ მახაჩევს მოუგებს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვივარაუდო, რომ ისლამს ძალიან საინტერესო ჩხუბს შესთავაზებს“.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილი არაა. UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის თქმით, „ელ მატადორის“ მომავალი უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია ფანტასტიკურია, მაგრამ ისლამს ამ კომპონენტში უპირატესობა ექნება“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი
„თოფურია ფანტასტიკურია, მაგრამ ისლამს ამ კომპონენტში უპირატესობა ექნება“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი