ნეიმარი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

Sport: ნეიმარი ფლიკის გეგმებში არ შედის - მიზეზი ცნობილია

ჰანს-დიტერ ფლიკი ნეიმარის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების წინააღმდეგია. ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.

ბოლო კვირაა აქტიურად იწერება, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად მზადაა. საამისოდ ის ხელფასის საგრძნობლად შემცირებაზეა თანახმა. საუბარია საერთოდ მინიმალურ რაოდენობაზე. თავის მხრივ, „ბარსა“ ამბობს, რომ თუ ფეხბურთელი ამ სეზონში 15 გოლს გაიტანს, კლუბი ბრაზილიელის დაბრუნებაზე დაფიქრდება.

Sport-ის ცნობით, ფლიკი ეჭვობს, რომ ნეიმარი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გამო „ბარსელონას“ დონეზე არ იმყოფება. გერმანელი სპეციალისტი აქცენტს ინტენსიურ თამაშზე აკეთებს და მას ახალგაზრდა მოთამაშეებზე აგებს.

კლუბის მმართველებში ნეიმარის თაობაზე გაყოფილი პოზიციებია. რაც მიუთითებს იმაზე, რომ 33 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის შანსები არც ისე დიდია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. „ბლაუგრანას“ სულ სხვა გეგმები აქვს. კლუბი ზაფხულში ცენტრფორვარდისა და მარჯვენა მცველის დამატებას პრიორიტეტად თვლის და ვეტერანი ვარსკვლავის ტრანსფერს არ განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი და ლივერპული | The Athletic-ის ვრცელი სტატია ქართველ მეკარეზე
მამარდაშვილი და ლივერპული | The Athletic-ის ვრცელი სტატია ქართველ მეკარეზე