მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„საქართველო გვიყვარს, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ“ | მოვსარ ევლოევი

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა საქართველოსა და დაღესტანზე ისაუბრა. Home of Fight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ევლოევმა საქართველოზე დადებითად ილაპარაკა და განაცხადა, რომ შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს.

„არ ვიცი, დაღესტანისა და საქართველოს დაპირისპირებაზე რატომ ლაპარაკობს. ეს გულშემატკივრებისთვის კარგი არაა, რადგან ქართველი ფანები დაღესტანზე იწყებენ ცუდად საუბარს, დაღესტნელები - საქართველოზე. ეს ფაქტი ჩხუბებს უფრო საინტერესოს ხდის, მაგრამ ძალიან არ მომწონს.

საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, დაღესტანს კი მთელი მსოფლიო იცნობს. იცნობენ იქაურ ჭიდაობასა და MMA-ის. UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონია და საქართველოს ამას ვულოცავ. საქართველო გვიყვარს, ისინი ჩვენი მეზობლები არიან. ინგუშეთიდან საქართველოში ჩასასვლელად ორი საათია საჭირო და ერთმანეთს პატივს ვცემთ. სწორედ ამიტომ, კარგი არაა, როცა ერთი მხარის წარმომადგენელი ცუდად საუბარს იწყებს“.

ცნობისთვის, ევლოევი წარმოშობით ინგუშეთიდანაა და რუსეთის სახელით ასპარეზობს. მოვსარი დაუმარცხებელი მებრძოლია და დიდი ალბათობით, მისი მომდევნო ორთაბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება. ევლოევი ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი თოფურიას დაამარცხებს“ | ევლოევს ილიასთან ჩხუბი უნდა და მზადაა წონა შეიცვალოს
„მახაჩევი თოფურიას დაამარცხებს“ | ევლოევს ილიასთან ჩხუბი უნდა და მზადაა წონა შეიცვალოს