გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

პირობითი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა | შერმადინის სასჯელი ცნობილია

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგამ „ლაგუნა ტენერიფეს“ ქართველ ცენტრს, გიორგი შერმადინს „მანრესასთან“ მატჩში არასპორტული ქცევისთვის სასჯელი გამოუტანა.

ქართველ კალათბურთელს პირობითი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა. გარდა ამისა, შერმადინს ჯარიმის სახით 10 000 ევროს გადახდა მოუწევს.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ასევე გაფრთხილება გამოუტანა „ლაგუნა ტენერიფეს“, რაც დიდწილად სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

რაც შეეხება შერმადინის პირობით დისკვალიფიკაციას, ის ძალაში მომდევნო, 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, „მანრესასთან“ მატჩში შერმადინმა მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილება მწვავედ გააპროტესტა, რის გამოც ის პარკეტიდან გააძევეს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსმა ჩემპიონი დაამარცხა - შენგელიას 15 ქულა
ვირტუსმა ჩემპიონი დაამარცხა - შენგელიას 15 ქულა