ლივერპული, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დუე თუ კვარა ძირითადში ლივერპულთან? | რას წერს L'Equipe

ავტორიტეტული ფრანგული სპორტული გამოცემა L'Equipe-ი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის დაგეგმილ მატჩზე წერს.

გამოცემა პარიზელთა სავარაუდო შემადგენლობას პროგნოზირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო კვირებში ნაჩვენები შედეგის საფუძველზე პსჟ-ის 19 წლის შემტევს, დეზირე დუეს ძირითად შემადგენლობაში გამოსვლის კარგი შანსები აქვს.

L'Equipe-ის ცნობით, დიდი ალბათობით, დუე არა ნახევარდაცვაში, არამედ შეტევაში ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მერსისაიდელებთან დაპირისპირებას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

„ლივერპულთან“ დუეს ნახევარდაცვაში გამოსვლის შანსები მინიმალურია, ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ უორენ ზაირ-ემერის ძირითადში ჯერ არ უთამაშია, ამიტომ ახლაც მას სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ. დუეს შეტევით ტრიოში გამოსვლას მოჰყვება ხვიჩას თადარიგში დარჩენა. ქართველი ნელ-ნელა ფორმაში შედის, მაგრამ ჯერჯერობით უბურთოდ ისეთივე ინტენსივობის უზრუნველყოფა არ შეუძლია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩას გუნდის მეტოქე ლიგის ფაზის პირველადგილოსანი, „ლივერპული“ იქნება. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ ხვალ გაიმართება, განმეორებითი კი 11 მარტს „ენფილდზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგის მოგება ჩვენი მიზანი არ არის - ალ-ხელაიფი პსჟ-ის გეგმებზე
ლიგის მოგება ჩვენი მიზანი არ არის - ალ-ხელაიფი პსჟ-ის გეგმებზე