ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„მახაჩევი თოფურიას დაამარცხებს“ | ევლოევს ილიასთან ჩხუბი უნდა და მზადაა წონა შეიცვალოს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლს, მოვსარ ევლოევს ილია თოფურიასთან ჩხუბი კვლავინდებურად სურს. Home Of Fight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ევლოევმა „ელ მატადორზე“ ილაპარაკა და მისი და ისლამ მახაჩევის სავარაუდო ორთაბრძოლაზეც გააკეთა პროგნოზი.

„მეწყინა თუ არა ილიას მსუბუქ წონაში გადასვლა და მინდოდა თუ არა მასთან ჩხუბი? კი, მასთან ჩხუბი მინდოდა, მაგრამ საკუთარ ორგანიზმს მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის ვამზადებ. პირველ რიგში, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს მოვიგებ, შემდეგ კი თოფურიას გადავყვები და მასთან ვიჩხუბებ.

რატომ ილია? მან ქვემსუბუქ წონით დივიზიონში თითქმის ყველა დაამარცხა და ამ წონაში, ყველაზე ძლიერია. ერთადერთი გამონაკლისი მე ვარ. მე და თოფურიას შეკითხვებზე გვაქვს პასუხები გასაცემი და ხალხს დავანახებ, უძლიერესი ქვემსუბუქწონოსანი ვინაა. თუნდაც ეს მსუბუქ წონაში მოხდეს.

ვინ გაიმარჯვებს, თოფურია თუ მახაჩევი? რა თქმა უნდა, ისლამი, მაგრამ MMA-ში გამორიცხული არაფერია და ილიას საკმარისი ძალა აქვს. თუ ისლამი ორთაბრძოლისთვის ბოლომდე მზად იქნება, მარტივად გაიმარჯვებს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: წონის კლების რთული პროცესი, ცუდი დიეტა ან რამე სხვა. ვინ იცის, თუმცა, ჩემი არჩევანი მაინც მახაჩევის გამარჯვებაა.

რა თქმა უნდა, ამ ჩხუბში ისლამს ვქომაგობ, რადგან ჩემი ძმაა. მას დიდი ხანია ვიცნობ, ილია კი ჩემი მსხვერპლია. მახაჩევმა 10-ჯერაც რომ მოუგოს, მომდევნო ორთაბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, მასთან ვიჩხუბებ".

შეგახსენებთ, რომ ევლოევმა ბოლო ორთაბრძოლა ალჯამაინ სტერლინგის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. დიდი ალბათობით, მოვსარი საჩემპიონო ქამრისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის ჩხუბის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უიტეკერი თოფურიაზე: „არ მგონია, რომ ძალის პრობლემა შეექმნას“
უიტეკერი თოფურიაზე: „არ მგონია, რომ ძალის პრობლემა შეექმნას“