ბასილაშვილმა ინდიან უელსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო.
ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის 104-ე ნომერი, ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი ორ სეტში - 6:2, 6:4 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
მომდევნო შეხვედრაში 33 წლის ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ იასუტაკა უჩიამას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მოიპოვებს.