ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ნიუ ორლეანზე და მემფისზე მეტი - ლებრონი კლუბებზე მაღლა დგას

NBA-ს ოთხგზის ჩემპიონისა და „ლეიკერსის“ ლიდერის მორიგი მიღწევა - ლებრონ ჯეიმსმა თავისი 22-წლიანი კარიერის მანძილზე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1000 გამარჯვება მოიპოვა და 547-ჯერ დამარცხდა. შეიძლება ვინმესთვის ეს განსაკუთრებული არ იყოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯეიმსი ამ მხრივ არამხოლოდ კალათბურთელებს, არამედ ორ გუნდს, „ნიუ-ორლეანსა“ და „მემფისსაც“ აღემატება, მისი რეკორდის მასშტაბები კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება.

23 წლის წინ დაარსებული „პელიკანსის“ ანგარიშზე NBA-ში 831 გამარჯვებაა, „გრიზლმა“, რომელსაც საფუძველი 30 წლის წინ ჩაუყარეს, 998 გამარჯვება მოასწრო. მომდევნო მატჩი, რომელსაც ჯეიმსი და „ლეიკერსი“ სხვათა შორის სწორედ „ნიუ-ორლეანთან“ გამართავენ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის ისტორიული იქნება, რადგან ლებრონის ანგარიშზე ამჟამად კარიერაში 49 999 ქულაა და ის გახდება პირველი კალათბურთელი მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში, რომელიც 50 ათას ქულას მოუყრის თავს.

ცნობისათვის, მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით ლებრონი ერთადერთი კალათბურთელი არ არის, რომელიც კლუბებს სჯობნის და მასზე წინ კარიმ აბდულ-ჯაბარი (1074), რობერტ პერიში (1014) და ტიმ დანკანი (1001) არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეიკერსმა კლიპერსს მოუგო - დონჩიჩის მორიგი შედეგიანი მატჩი
ლეიკერსმა კლიპერსს მოუგო - დონჩიჩის მორიგი შედეგიანი მატჩი