მილანმა რეინდერსთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა
Aa
Aa

მილანმა რეინდერსთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა

„მილანმა“და ტიჯანი რეინდერსმა კონტრაქტი გაახანგრძლივეს. ინფორმაციას იტალიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი შეთანხმების თანახმად, ნიდერლანდელი ნახევარმცველი „როსონერიში“ 2030 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი კონტრაქტით, რეინდერსის ხელფასი 1,7-დან 3,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი „მილანში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 26 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგის მოგება ჩვენი მიზანი არ არის - ალ-ხელაიფი პსჟ-ის გეგმებზე
ლიგის მოგება ჩვენი მიზანი არ არის - ალ-ხელაიფი პსჟ-ის გეგმებზე