ასპინალი: „ბრძოლას ჯონსი აფერხებს“
შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები 2025 წელს განსაკუთრებით ორი ბრძოლის ჩანიშვნას ელიან. პირველი მსუბუქ წონით დივიზიონში ახლახანს ასული ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირებაა, ხოლო მეორე ტომ ასპინალისა და ჯონ ჯონსის ჩხუბი მძიმე წონით დივიზიონში. რატომ ფერხდება მისი ჯონსთან შეხვედრა, ამის თაობაზე ინგლისელმა სპორტსმენმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ტომ ასპინალი
ერთადერთი ვინც ამ ყველაფერს აფერხებს, ჯონ ჯონსი და მისი გარემოცვაა. UFC-ის ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თუ ამ ყველაფრის ორგანიზება მოხერხდა, მაშინ ყველა დროის საუკეთესო დაპირისპირება იქნება.
ბევრი ადამიანი მიცნობს მხოლოდ იმიტომ და მხოლოდ ისეთ ადამიანად, რომელიც ჯონსთან ჩხუბის სურვილს გამოთქვამს, რაც ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია, რადგან ვფიქრობ, ოქტაგონზე იმდენად ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, რომ შერეულ ორთაბრძოლებში საკუთარი კვალი დავტოვე.
შეგახსენებთ, რომ ჯონსმა უკანასკნელ ოთხ წელიწადში მხოლოდ ორჯერ იჩხუბა და ბოლოს ოქტაგონზე გასული წლის ნოემბერში გავიდა, როდესაც სტიპე მიოჩიჩი მესამე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.