პაულო ფონსეკა
Aa
Aa

იოლად ვერ გადარჩება - ფონსეკას სერიოზული სასჯელი ემუქრება

„ლიონის“ მთავარ მწვრთნელს პაულუ ფონსეკას სერიოზული სასჯელი ემუქრება. საფრანგეთის ლიგა 1-ის XXIV ტურში „ბრესტთან“ საშინაო მატჩის კომპენსირებულ დროში, როდესაც არბიტრი VAR-ზე სტუმართა სასარგებლოდ პოტენციურ პენალტს ამოწმებდა, „ოლიმპიკის“ პორტუგალიელ დამრიგებელს ეგონა, რომ მსაჯი 11-მეტრიანს ნიშნავდა, რამაც მისი განრისხება გამოიწვია, რის გამოც თემიდის მსახურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოედნიდან გააძევეს, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი მისი გუნდის კარში არ დანიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი საქციელის გამო ფონსეკამ საჯაროდ მოიბოდიშა, მის საქმეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მაინც განიხილავს, რადგან მსაჯმა ყველაფერი მოხსენებაში ჩაწერა და თუ ყველაფერი ისე განსაჯეს, როგორც არბიტრს აქვს შეფასებული, „ლიონის“ მთავარ მწვრთნელს სავარაუდოდ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.

ცნობისათვის, პორტუგალიელი სპეციალისტი „ოლიმპიკს“ სათავეში 2025 წლის 31 იანვარს ჩაუდგა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართული 5 მატჩიდან გუნდმა 3 მოიგო და 2-ში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე სოლსკიაერთან - ქართველი ფორვარდის ახალი ვარიანტი
მიქაუტაძე სოლსკიაერთან - ქართველი ფორვარდის ახალი ვარიანტი