გურამ თუშიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ტერაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, გიორგი ლოლაძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ავსტრიის გრან პრი, შალვა გურეშიძე, იმედა გოგოლაძე, თენგო ზირაქაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი
Aa
Aa

თუშიშვილი ბრუნდება! - ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-9 მარტს, ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოისტთა შორის ტრანდიციული გრან პრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს. ქართული დელეგაცია ტურნირზე 11 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

  • -60 კგ - ნიკა ხუზაურაშვილი.
  • -66 კგ - თენგო ზირაქაშვილი, თემურ ნოზაძე.
  • -73 კგ - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე.
  • -81 კგ - დიმიტრი გოჩილაიძე.
  • -90 კგ - ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი.
  • -100 კგ - იმედა გოგოლაძე.
  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე.

გასულისხმოა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ თუშიშვილი პირველ ტურნირზე იასპარეზებს. ასევე, ავსტიაში გაემგზავრება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილიც, რომელიც ძალებს კვლავ -90 კგ. წონით კატეგორიაში მოსინჯავს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, გრიგალაშვილი ამავე წონაში ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეფესავით პოდკასტი - გიორგი სარდალაშვილი
მეფესავით პოდკასტი - გიორგი სარდალაშვილი