ვალენსია
Aa
Aa

პრეზიდენტი შეიცვალა - სიახლე მამარდაშვილის კლუბში

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარე სეზონი „ვალენსიასთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. კლუბი ესპანეთის ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და რამდენად მოახერხებენ გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები დასახული მიზნის მიღწევას, ამ გადმოსახედიდან რთული სათქმელია.

რას ემსახურება ეს სიმბოლური ცვლილება, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია - დღეს „ღამურების“ სპორტულ ბაზაზე სპეციალური პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც მედიის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას სინგაპურელი მფლობელის, პიტერ ლიმის შვილი დაიკავებს.

კიატა ლიმა აქამდე დირექტორთა საბჭოს წევრობით კმაყოფილდებოდა და მან ამ პოსტზე თანამემამულე ლაიჰუნ ჩანი ჩაანაცვლა, რომელიც ვალენსიელებს ორჯერ, სხვადასხვა დროს, 2014-2017 და 2022-2025 წლებში ხელმძღვანელობდა.

26 ტურში დაგროვებული 24 ქულით ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში „ვალენსია“ მეთვრამეტე ადგილზეა - „ღამურები“ მომდევნო ტურში „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებენ და ეს შეხვედრა შაბათს, 8 მარტს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ასე გააგრძელა, დებატები დაიწყება“ | AS-ი მამარდაშვილის თამაშზე
„თუ ასე გააგრძელა, დებატები დაიწყება“ | AS-ი მამარდაშვილის თამაშზე