U19 | საქართველომ ისრაელი დაამარცხა
Aa
Aa

U19 | საქართველომ ისრაელი დაამარცხა

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ისრაელს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი, ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და ჩვენი ასაკობრივი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

მატჩის სტარტზე მეტოქე ეიად ხალაილის გოლით დაწინაურდა. წონასწორობა მალევე, მე-15 წუთზე, 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა სამუშიამ ეფექტური დარტყმით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 89-ზე გიორგი მეფარიშვილმა გაიტანა, რომელმაც სტანდარტული სიტუაციიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა.

აღსანიშნავია მეკარის, მათე საურის შესანიშნავი თამაში, რომელმაც ჩვენი კარისკენ რამდენიმე სახიფათო დარტყმული მოიგერია.

ისრაელის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 5 მარტს, 18:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება.

ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

U19 | ელიტ რაუნდი 19 მარტი

19 მარტი | საქართველო - პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო - სლოვაკეთი | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო - მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00

წყარო: ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MSN: ლუის ენრიკემ კვარა ლივერპულისთვის დაასვენა
MSN: ლუის ენრიკემ კვარა ლივერპულისთვის დაასვენა