უიტეკერი თოფურიაზე: „არ მგონია, რომ ძალის პრობლემა შეექმნას“
UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მისი მსუბუქ წონაში გადასვლაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
რას ამბობს უიტეკერი:
„როგორც ჩანს, ილიას წონის კლება ბოლო პერიოდში ძალიან უჭირდა. არ მგონია, რომ უფრო დიდ წონაში მას ძალის პრობლემა ჰქონდეს, ამიტომ მისი გადაწყვეტილება სწორია. სიმართლე გითხრათ, როდესაც მან ჰოლოუეი და ვოლკანოვსკი დაამარცხა, ქვემსუბუქ წონაში თავისი დომინირება უფრო განამტკიცა. ვფიქრობ, ახალი გამოწვევებისთვის მზად არის“.
რამდენიმე კვირის წინ „მატადორმა“ ოფიციალურად დააანონსა, რომ ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, ქამრისთვის კი UFC 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ. მსუბუქ წონაში ილიას მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა, მედიაში რამდენიმე სახელი სახელდება, მათ შორის ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე და ისლამ მახაჩევი.