ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველი მასტერსის ტურნირის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი იქნება.
გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ნიკოლოზი სლოვაკ იოზეფ კოვალიკისსა და იაპონელ იასუტაკა უჩიამას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ მომენტისთვის ATP-ის რეიტინგში 152-ე პოზიციას იკავებს.