ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„მსუბუქ წონაშიც ისეთივე სახიფათო იქნება“ - გეიჯიმ თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორი“ ახალ წონაშიც სახიფათო იქნება.

რას ამბობს გეიჯი:

„ვფიქრობ, წონის ცვლილება მასზე არ იმოქმედებს და ის მსუბუქ წონაშიც ძლიერი იქნება. ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქ წონაში ასვლა ბევრს არაფერს ცვლის. როდესაც მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ იჩხუბა, ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. ჰოლოუეი კი ქვემსუბუქი წონის ერთადერთი მებრძოლი იყო, რომელმაც გამთიშა. ასე, რომ მოსაზრება ნამდვილად არ მუშაობს...“

რამდენიმე დღის წინ „მატადორმა“ ოფიციალურად დააანონსა, რომ ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, ქამრისთვის კი UFC 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ. მსუბუქ წონაში ილიას მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა, მედიაში რამდენიმე სახელი სახელდება, მათ შორის ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე და ისლამ მახაჩევი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომაკვდინებელი დარტყმები აქვს“ | ჯოჯუას თქმით, თოფურიამ ბევრი მებრძოლი შეაშინა
„მომაკვდინებელი დარტყმები აქვს“ | ჯოჯუას თქმით, თოფურიამ ბევრი მებრძოლი შეაშინა