ჯო როგანი
Aa
Aa

ამ შემთხვევაში კონორი მოიგებდა - როგანი ხაბიბი-მაკგრეგორის ბრძოლაზე

2018 წელს ნიუ-იორკში გამართული UFC 229-ის ღონისძიების საჩემპიონო ორთაბრძოლა, რომელშიც ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დააფინიშა, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული დაპირისპირება გახლდათ და მასზე დღესაც საკმაოდ ხშირად საუბრობენ. დაღესტნელი და ირლანდიელი მებრძოლების ჩხუბზე ახლახანს კომენტარი UFC-ის კომენტატორმა ჯო როგანმაც გააკეთა და შეკითხვაზე, რა შემთხვევაში ექნებოდა მაკგრეგორს ნურმაგომედოვის დამარცხების შანსი, ამასთან დაკავშირებით შემდეგნაირი პასუხი გასცა:

„ეს ბრძოლა 2016 წელს რომ გამართულიყო, კონორს ხაბიბის დამარცხების შანსი ექნებოდა, რადგან მაშინ დგომში ირლანდიელი ძალიან მაგარი იყო. მე მომწონს მისი ვერსია ედი ალვარესთან ბრძოლის დროს, მაგრამ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებისას, ის ასეთ ფორმაში ნამდვილად აღარ იყო.

ვინ არის UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი? ჯონ ჯონსი უკვე 14 წელია ჩემპიონია და ფურცელზე ის მართლაც საუკეთესოა, მაგრამ ვისთან მოუწია ჩხუბი? ეს ერთადერთი პრობლემაა, რომელიც შეიძლება მსგავს კითხვებზე პასუხების გაცემის დროს შეგექმნას. მე პირადად ასევე დიდ პატივს ვცემ დემეტრიუს ჯონსონსა და ჟორჟ სენ-პიერს, თუმცა მხოლოდ ერთის დასახელებას თუ მთხოვთ, უდავოდ ჯონ ჯონსს ვიტყვი“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჯონ როგანმა ილია თოფურიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერი იქნება, რომ თუ „ელ მატადორის“ მსგავსად, ერთი დივიზიონით მაღლა დრიკუს დუ პლესიც აინაცვლებს და ივლისში თოფურია-მახაჩევისა და დუ პლესი-პერეირას ჩხუბებს იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა, რომ გამარჯვებას უმარს მისცემდნენ, მაგრამ...“ - ჯო როგანი საჩემპიონო ჩხუბზე
„მეგონა, რომ გამარჯვებას უმარს მისცემდნენ, მაგრამ...“ - ჯო როგანი საჩემპიონო ჩხუბზე