ბენზემა ოქროს ბურთზე: არავინ იმსახურებდა იმაზე მეტად, ვიდრე ვინისიუსი
კარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ 2024 წელს „ოქროს ბურთი“ ვინისიუს ჟუნიორმა დაიმსახურა.
„ვინისიუსი თამაშობდა გადამწყვეტ როლს სეზონის ყველა მატჩში, რომელშიც მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. არავინ იმსახურებდა „ოქროს ბურთს“ იმაზე მეტად, ვიდრე ის. მე ვუყურებ ფეხბურთს და ვხედავ, როგორ აკეთებს იმას, რასაც მხოლოდ საუკეთესოები აკეთებენ“, - თქვა ბენზემამ Los amigos de Edu-ს ეთერში.
შეგახსენებთ რომ, რომ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, როდრი დასახელდა.
ცერემონიამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ჯილდო „რეალის“ ვინგერისთვის, ვინისიუს ჟუნიორისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა საბოლოოდ, „ოქროს ბურთის“ მფლობელი როდრი გახდა.
ცნობისთვის, როდრიმ ვინისიუსს 41 ქულით აჯობა. ესპანელმა 1170 ხმა მიიღო, ხოლო ბრაზილიელმა 1129.