7-კაცა | მე-11 ადგილი პირველ ეტაპზე
საქართველოს 7-კაცამ 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა. ახალი ფორმატის პირობებში, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში ოთხიდან ერთი თამაში მოიგეს.
ჯგუფურ ეტაპზე იაპონიასთან 19:21 და გერმანიასთან 0:31 მარცხის შემდეგ, ბრძოლა მე-9 ადგილის ნახევარფინალში გავაგრძელეთ, მაგრამ ჰონკონგთან ვერაფერს გავხდით - 0:29. მე-11 ადგილს ბრაზილია გვეცილებოდა, თუმცა 6 უპასუხო ლელო გავუტანეთ და 36:0 დავამარცხეთ.
ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში რჩება, სადაც 7-8 მარტს ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი გაიმართება.
სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის სერიის პირველ ეტაპზე ითამაშეს:
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლუკა ალიბეგაშვილი, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.