ლეონ ედვარდსი
Aa
Aa

ბრედის დამარცხება ბელალამდე მიმიყვანს - ედვარდსმა გეგმები დააწყო

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ლეონ ედვარდსი მარტის ბოლოს ოქტაგონზე კიდევ ერთხელ გავა და შონ ბრედის დამარცხების შემთხვევაში, მისი მომდევნო ბრძოლა ქამრისთვის იქნება. ამის შესახებ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს დენა უაითს გადაჭრით არაფერი უთქვამს, თუმცა თავად ედვარდსმა საკმაოდ საგულისხმო განცხადება გააკეთა.

ლეონ ედვარდსი

ქამრისთვის ახლაც შემეძლო ჩხუბი, დავუკავშირდი UFC-ის ხელმძღვანელებს და ვთხოვე შავკატ რახმონოვის ნაცვლად ბელალ მუჰამადთან ბრძოლა ჩემთვის ჩაენიშნათ, თუმცა მათ მითხრეს, რომ ლონდონის ღონისძიების ბილეთები უკვე გაყიდული ჰქონდათ და ბრედისთან ჩხუბს ვერ გააუქმებდნენ.

უაითმა მითხრა, რომ ბრედისთან დაპირისპირება შემიძლია პრეტენდენტების ჩხუბად ჩავთვალო და თუ მის დამარცხებას შევძლებ, შემდეგ უკვე შემოდგომისთვის მუჰამედთან ბრძოლა მელის, თუ რა თქმა უნდა ის დე ლა მადალენას ძლევას შეძლებს“.

ცნობისათვის, ბელალ მუჰამადმა განაცხადა, რომ თუ ისლამ მახაჩევი ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში ასვლას გადაწყვეტს, მაშინ ის ქამარს დათმობს, რადგან ისლამი მისი მეგობარია და მასთან ჩხუბს არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს