ნეიმარი
Aa
Aa

ამდენ გოლს თუ გაიტანს - ბარსელონას პირობები ნეიმარს

„სანტოსში“ დაბრუნებული ნეიმარი როგორც ჩანს სამშობლოში გაჩერებას დიდხანს არ აპირებს და სურს ძალები ევროპაში ისევ მოსინჯოს. კერძოდ, მისი უმთავრესი სურვილი „ბარსელონაში“ დაბრუნებაა, სადაც კარიერის საუკეთესო ეტაპი აქვს გატარებული. თუმცა, არსებობს ამ ტრანსფერის განხორციელების ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც Diario Sport-მა დაწერა.

„ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელისთვის ჰანსი ფლიკისთვის ამა თუ იმ ფეხბურთელის დამატების დროს, შეფასების უმთავრეს კრიტერიუმს მისი კონდიციები წარმოადგენს და სწორედ გერმანელმა სპეციალისტმა წამოაყენა პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, „ბარსა“ ბრაზილიელის დაბრუნებაზე სერიოზულად დაფიქრდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 33 წლის ნეიმარი, რომლის ანგარიშზეც ახლა 7 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასია, მინიმუმ 15 ბურთს გაიტანს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონას“ ღირსებას 2013-2017 წლებში იცავდა და ყველა ტურნირზე გამართულ 186 შეხვედრაში თავი 105 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უბედური ვიყავი, არაფერი მიხაროდა“ - მესი პარიზულ პერიოდზე
„უბედური ვიყავი, არაფერი მიხაროდა“ - მესი პარიზულ პერიოდზე