ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | ვის აქვს ყველაზე კარგი შანსი Opta-ს მიხედვით

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი სამშაბათს, „ბრიუგესა“ და „ასტონ ვილას“ მატჩით დაიწყება. მანამდე, ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, Opta-მ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფავორიტები დაასახელა და პირველ ადგილზე „ლივერპული“ იმყოფება.

Opta-ს ვარაუდით, არნე სლოტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების 19.2-პროცენტიანი შანსი აქვს. მეორე ადგილზე „ბარსელონა“ იმყოფება - 14.8 პროცენტი. მესამე ადგილს „ინტერი“ იკავებს - 14 პროცენტი, მეოთხე „არსენალი“ გახლავთ - 11.6 პროცენტი, მეხუთე - „რეალი“ (9.8 პროცენტი).

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მეექვსე ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლივერპული“ გახლავთ და Opta-ს აზრით, პარიზელებს მერსისაიდელების ბარიერის დაძლევის 41.7-პროცენტიანი შანსი აქვთ. იმის ალბათობა, რომ პსჟ ნახევარფინალში გავა, 32.5 პროცენტია. ფინალში გასვლის შანსი - 17.1, მოგების - 9.5

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ პირველი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება და თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება. პსჟ მასპინძლის სტატუსით იქნება, განმეორებით მატჩს კი 11 მარტს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს