გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„თუ ასე გააგრძელა, დებატები დაიწყება“ | AS-ი მამარდაშვილის თამაშზე

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი „ოსასუნასა“ და „ვალენსიას“ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა. სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში გიორგი მამარდაშვილი მოექცა და კონრად ვალეს თქმით, თუ „მამარდამ“ ასე გააგრძელა, აუცილებლად დაიწყება დებატები, ვინ უნდა იყოს „ღამურების“ ძირითადი მეკარე.

„ვალენსიას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და შაბათს, მესტალიაზე გასამართ შეხვედრაში, ვალიადოლიდის წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება. პამპლონაში, ღამურები 3 ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

გიორგი მამარდაშვილი, სასწაულმოქმედი მეკარე აღარაა და ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. აიმარ ოროსის ორი გოლისას, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ძველი მამარდაშვილი უფრო მეტს გააკეთებდა, ბუდიმირის პენალტისას კი გადახტა იმ კუთხეში, საითაც ხორვატი ფეხბურთელი პრაქტიკულად არასდროს ურტყამს.

ადრე თუ გვიან, დებატები დაიწყება. ამ მომენტისთვის, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ქართველ ფეხბურთელს პატივს სცემენ და დიმიტრიევსკის ბარსელონასთან კარგი დღე ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ თუ მამარდაშვილმა ასე გააგრძელა, დებატები გარდაუვალია“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით 22-ე შეხვედრა ჩაატარა და საერთო ჯამში 38 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი აყვანა შეუძლებელია“ | სარაევოს მთავარი მწვრთნელი გულიაშვილს აქებს
„მისი აყვანა შეუძლებელია“ | სარაევოს მთავარი მწვრთნელი გულიაშვილს აქებს