ლიანა ჯოჯუა, ილია თოფურია
Aa
Aa

„მომაკვდინებელი დარტყმები აქვს“ | ჯოჯუას თქმით, თოფურიამ ბევრი მებრძოლი შეაშინა

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ, რომელმაც ახლახან GFL-თან გააფორმა ხელშეკრულება, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ჯოჯუა „ელ მატადორის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში მისმა გადასვლამ ბევრი მებრძოლი შეაშინა.

„ვფიქრობ, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის ძალიან მაგარი ორთაბრძოლა გველოდება. ბევრს შეეშინდა, როცა ილიამ წონა შეიცვალა და მაღალ წონით დივიზიონში ავიდა. მსუბუქი წონის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის თოფურია არის მებრძოლი, რომელთან ჩხუბიც სახიფათოა.

ილიას, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ხელით, მომაკვდინებელი დარტყმები აქვს. მას ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია და ეს არაერთხელ ვნახეთ. ჩემი აზრით, ბევრს გაუხარდა, ილიამ ქვემსუბუქი წონა რომ დატოვა და ვფიქრობ, მსუბუქშიც წარმატებით იასპარეზებს“.

როგორც მოგეხსენებათ, „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და ჯერჯერობით უცნობია, მისი მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უათის თქმით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, „ელ მატადორი“ ოქტაგონზე ვის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს
200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს