სომხეთი ლიდერის გარეშე | სპერციანი საქართველოსთან მატჩებს გამოტოვებს
სომხეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ სპერციანი ტრავმირებულია, „კრასნოდარის’’ ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა „კრილია სოვეტოვთან’’ მიიღო, მინდვრიდან სამედიცინო ელექტრომობილით გაიყვანეს.
შემტევი სტილის ნახევარმცველი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსთან მატჩებში სომხეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
სპერციანი რუსეთშია დაბადებული, „კრასნოდარის'' აღზრდილია და მხოლო ამ კლუბში უთამაშია. 2021 წლის თებერვალში სომხეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, 32 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლია. სომხეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.
შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს.