ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

200 000-დოლარიანი სანაძლეო | პერეირას შეთავაზება ანკალაევსა და მის მენეჯერს

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექს პერიერა მომდევნო ორთაბრძოლას მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ გამართავს. „პოატანი“ საჩემპიონო ქამარს UFC 313-ზე დაიცავს და ღონისძიების დაწყებამდე, რუს მებრძოლსა და მის მენეჯერს, ალი აბდელაზიზს სანაძლეო შესთავაზა.

„გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული ხარ, მოდი, 200 000 აშშ დოლარზე დავდოთ სანაძლეო და წაგებულმა ეს თანხა გამარჯვებულის მიერ არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხოს. გაიმარჯვებ თუ წააგებ, სულერთია, ის ხალხი, ვისაც დახმარება სჭირდება, ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩება.

200 000 დოლარს ჩამოვდივარ და დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ბავშვებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან. გამომდინარე იქიდან, რომ ალი აბდელაზიზი და ანკალაევი 100 პროცენტით დარწმუნებული არიან, რომ დამამარცხებენ, ვფიქრობ, ამ გამოწვევას მიიღებენ. თუ ვინმეს მისი დასპონსორება და 200 000 დოლარის მიცემა უნდა, პრობლემა არაა. პირადად მე, ამ თანხას ჩემი ჯიბიდან გავიღებ.

გამარჯვება მინდა. შესაძლოა, დავმარცხდე, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, ყველა ვარიანტში მოგებული დარჩებიან. ასე რომ, აბდელაზიზსა და ანკალაევს ვიწვევ და ვნახოთ, ამას მიიღებენ თუ არა“, - განაცხადა პერიეირამ.

შეგახსენებთ, რომ „პოატანისა“ და ანკალაევის ორთაბრძოლა თბილისის დროით, 9 მარტს გაიმართება. ბუკმეკერები ორივე მებრძოლს თითქმის თანაბარ კოეფიციენტებს აძლევენ და ბრაზილიელი მცირე პავორიტია. ანკალაევს მეტოქისთვის ჯერ არ უპასუხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ კვარას დამატება სურდა - ენრიკეს ვეტო ლუკმენის ტრანსფერს
მხოლოდ კვარას დამატება სურდა - ენრიკეს ვეტო ლუკმენის ტრანსფერს