ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ჩემი ცხოვრება“ | დვალიშვილის სასაცილო პოსტი სოციალურ ქსელებში

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა MMA-ის მოყვარულთა ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. „მანქანამ“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და სახალისო ვიდეო გაგვიზიარა.

დამონტაჟებულ ვიდეოში, დვალიშვილმა ცნობილი მიმი გამოიყენა და ლოგინში ლამაზ ქალბატონთან ერთად აღმოჩნდა. ქალბატონი მერაბისკენ იყურება და ვარაუდობს, რომ ის ალბათ, სხვა ქალებზე ფიქრობს, როცა რეალურად, „მანქანის“ ფიქრები ილია თოფურიასა და ისლამ  მახაჩევის პოტენციური ორთაბრძოლისკენაა მიმართული.

„ჩემი ცხოვრება“, - ასეთი კომენტარი დაურთო დვალიშვილმა საკუთარ პოსტს და მის ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობისთვის, თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონი დატოვა და საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ილია მსუბუქ წონაში გადავიდა და დიდი იმედი აქვს, რომ ისლამ მახაჩევთან სატიტულო ორთაბრძოლას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ ოსასუნასთან ქულები გაიყო - მამარდას ორი მოგერიება ჰქონდა
ვალენსიამ ოსასუნასთან ქულები გაიყო - მამარდას ორი მოგერიება ჰქონდა